LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრედი მერკურის სიკვდილის წინ გადაღებული ფოტო და ბოლო  ჩაწერილი სიმღერა

fred

მსოფლიო კიდევ ერთხელ ალაპარაკდა ფრედი მერკურიზე. ფილმმა „ბოჰემური რაფსოდია“ ლეგენდარული მუსიკოსი მაყურებელს სხვა რაკურსით გააცნო. ჩვენ ყველამ დავინახეთ, როგორი ემოციური, ადამიანური, ტკივლით სავსე და დიდი ადამიანი იყო ფრედი. მას სიყვარულის უნარი არასოდეს დაუკარგავს, მაშინაც კი, როდესაც სიცოცხლის ბოლო წუთებში გადარჩენისთვის იბრძოდა. ფრედი 1991 წელს შიდსის დიაგნოზით გარდაიცვალა და ფაქტობრივად პირველი ცნობილია ადამიანი გახდა, რომელიც ამ დაავადებამ იმსხვერპლა.

მუსიკა გახლდათ ფრედის ცხოვრების ნაწილი სიკვიდილის წინაც. პროდიუსერი დენის რიჩარდსი იხსენებს, რომ მუსიკოსი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მაგრამ მაინც მივიდა სტუდიაში, რათა ბოლო სიმღერა Mother love ჩაეწერა. იმის გამო, რო დრო ცოტა რჩებოდა, სიმღერა არანჟირების გარეშე ჩაიწერა. ბოლო სტროფის ჩაწერა ფრედიმ ვერ შეძლო, ის შეუძლოდ გახდა. მოგვიანებით სიმღერა „ქუინის“ გიტარისტმა ბრაიან მეიმ დაასრულა. სიმღერა Mother love  შესულია „ქუინის“ ალბომში Made in Heaven, რომელიც 1995 წელს გამოვიდა.

რაც შეეხება ფრედი მერკურის ბოლო ფოტოს, ის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, მუსიკოსის სახლთან, ბაღშია გადაღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები