თუ დავუჯერებთ იოან კეტნერის წიგნს „ასი ბრიტანული ჰიტის ისტორია“, ფრედი მერკური სიმღერის Bohemian Rhapsody ჩაწერისას, იმავე როიალზე უკრავდა, რომელზეც პოლ მაკარტნი, როდესაც ლეგენდარულ სიმღერას Hey Jude წერდა. მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის შესახებ დღეს ყველამ ყველაფერი იცის, ჩვენ კი მათი ისტორიიდან უცნობ და საინტერესო ამბებს გავიხსენებთ.

სიმღერაზე Who wants to live forever, ორი კლიპი გადაიღეს, პირველი ლონდონში, ისტ-ენდის საწყობში. ჩაწერაში ფილარმონიის ორკესტრმა მიიღო მონაწილეობა, როჯერ ტეილორმა კი ინტერვიუში აღიარა, რომ ამ დროს ისეთი ნასვამი იყო, აზრებს ძლივს უყრიდა თავს. მეორე კლიპში კი ცნობილი ფილმის „მთიელის“ კადრები გამოიყენეს. ალბათ არც ის იცით, რომ ფრედი მერკურს ჰქონდა იშვიათი დაავადება, პოლიოდონტია, რაც ნიშნავს იმას, რომ მუსიკოსს ჰქონდა ოთხი ზედმეტი კბილი. ამბობენ, რომ მომღერალი ამ ფაქტმა ძალიან დააკოპლექსა, ოპერაცია კი იმის გამო არ გაიკეთა, რომ ეშინოდა, ეს მის ვოკალს არ დატყობოდა.

როდესაც მერკურიმ დაწერა სიმღერა Delilah ალბომისთვის Innuendo, ის ბრაიან მეისა და როჯერ ტეილორს საშინლად არ მოეწონათ. მოგვიანებით მეი გამოტყდა, რომ სიმღერის შესრულებისას ისეთ აზარტში შედიოდა, რომ ამას ვერცერთი ემოცია ვერ შეედრებოდა.

ლეგენდარული როჯერ ტეილორი 22 წელი იმყოფებოდა ფიქტიურ ქორწინებაში. ის თავისი შვილების დედაზე 1988 წელს დაქორწინდა, ზუსტად ერთ თვეში კი ის მაიტოვა და დები ლენგზე გაცვალა. ოფიალურად ტეილორი პირველ ცოლს მხოლოდ 2010 წელს დაშორდა და უკვე მესამედ, სარინა პოტიგერზე იქორწინა.

ბრაიან მეი ამბობს, რომ ჯგუფში არსებობდა წესი, არ განეხილათ სიმღერის ტექსტი და მელოდია. ამის მიზეზი ტექსტის მიმართ ავტორის დამოკიდებულება იყო და ამიტომ მეი არასოდეს ეკითხებოდა ფრედის, რას ნიშნავს სიტყვა

„ბოჰემური რაფსოდია“. აი სიმღერა Under Pressure კი ბედის ირონიით ლაივში მხოლოდ ერთხელ შესრულდა, ისიც გვიან, ფრედის გარდაცვალების შემდეგ. ბოუისთან ერთად ჰიტი ენი ლენოქსმა შეასრულდა. ასევე ცნობილი ხდება, რომ ფრედი მერკური და როჯერ ტეიროლი გამუდმებით ჩხუბობდნენ სიმღერის I’m in Love with My Car უფლებებზე. ჯამში მათი შემოსავალი ზუსტად ორად გაიყო, მაშინ, როცა ფრედის როლი სიმღერის შექმნაში გაცილებით დიდი იყო.

და ბოლოს, ჯონ დიკონი. მისი დევიზია „არავითარი ქუინი ფრედის გარეშე“, ასეც მოხდა, მუსიკოსმა ჯგუფი ფრედის გარდაცვალების შემდეგ დატოვა და არ დარჩა არცერთი ქავერ ვერსია, რომელიც დიკონმა სასტიკად არ გააკრიტიკა. ყველაზე დიდი აგრესია მასში რობი უილიამსის მიერ შესრულებულმა სიმღერამ, We Are the Champions გამოიწვია. „ფრედის ვერავინ შეცვლის, მით უმეტეს, ვიღაც რობი ულიასმი“ – ამბობდა დიკონი.

 

 

მსგავსი თემები