LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფრეგოს“ დამფუძნებლები დააკავეს

246
e916eec4823230b46dfbad62ad15d518

ბენზინგასამართი სადგურების ქსელის, „ფრეგოს“ დამფუძნებლები გიორგი თოფჩიშვილი და ვლადიმერ ყველაშვილი დააკავეს.

მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თოფჩიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით სასამართლომ 29 ივლისს იმსჯელა.

არსებული ინფორმაციით, ისინი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

თუ რას ედავება სახელმწიფო ბრალდება ბიზნესმენებს, ამ ეტაპზე უცნობია.

უწყება ოფიციალურ განცხადებას უახლოეს ხანში გაავრცელებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები