LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრენების აღდგენას ეკონომიკაზე ჯერჯერობით მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება – ეკონომისტი გიორგი პაპავა

122
20200912002642

“ვფიქრობ, ფრენების აღდგენას ეკონომიკაზე ჯერჯერობით მნიშვნელოვანი და კარდინალური გავლენა არ ექნება“,-ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი პაპავამ „ფორტუნას“ ეთერში გადაცემა „დღის თემაში“ პირდაპირი რეისების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ნოემბრიდან იგეგმება.

როგორც მან განმარტა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით და ამავდროულად არააქტიური სეზონი მნიშველოვან გავლენას ეკონომიკაზე არ მოახდენს. მისი პროგნოზით, ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვან ზრდას ორი წლის შემდეგ შეძლებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ მაღალია კოვიდინფიცირებულთა რიცხვები, არ იქნება ტურისტების მნიშვნელოვანი ნაკადი. სეზონიც არააქტიურია, ამიტომ ფრენების აღდგენას წესით მნიშვნელოვანი და კარდინალური გავლენა არ ექნება ეკონომიკაზე. ჯერჯერობით ის, რომ ტურიზმი აღდგება და ეკონომიკა წელში გაიმართება, მინიმუმ შემდეგი ზაფხულის სეზონამდე არ უნდა ველოდოთ. ოპტიმისტურ სცენარში, ტურიზმის სექტორი შემდეგი ზაფხულიდან შეძლებს ზრდას“,-განაცხადა გიორგი პაპავამ.

ცნობისთვის, თბილისის და ევროპის მიმართულებით ნოემბერში ეტაპობრივად პირდაპირი რეისები გაიხსნება.

ძალიან მალე – საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ისევ აქტიურად იფრენენ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები