LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრენების აღდგენის საკითხზე ნათია თურნავა სერგეი ლავროვს პასუხობს

70
collage

ჩემი პასუხი არის ერთი და იგივესაქართველო არის ერთერთი ყველაზე უფრო უსაფრთხო ტურისტული ბაზარი და ეს აღიარებულია ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელიც საქართველოში ფრენების განახლებას ეხება.

მისი თქმით, საქართველო უსაფრთხო, გახსნილი და მიმზიდველია და ქვეყანა ელის, როგორც რუს, ასევე ნებისმიერი სხვა ეროვნების ტურისტს.

“ზოგადად, რუსეთის ოფიციალური წრეების წარმომადგენლები ყოველთვის აკეთებდნენ თავის განცხადებებში აქცენტს საქართველოში უსაფრთხოების თემებზე და რუსი ტურისტების უსაფრთხო გარემოს არსებობა-არარსებობის პრობლემაზე. ამ თვალსაზრისით რაიმე სიახლე არ მოგვისმენია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ტურისტული დესტინაცია. უსაფრთხოა ნებისმიერი ეროვნების ტურისტისთვის. გახსნილია და თუკი რუსეთის მხარე ამ მოცემულობას დაინახავს და გაიზიარებს, ეს მისასალმებელია. რაც შეეხება ლავროვის განცხადების დაკავშირებას რაიმე სხვა პრობლემატიკასთან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის უსაფუძვლო,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

შეგახსენებთ, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებისგან ელის „ანტირუსული ისტერიის შემდგომი გაღვივების საფრთხისა და ზიანის სწრაფ გააზრებას.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები