LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრთხილად! ბორტზე გველია – შემთხვევითი მოგზაურობა ჰავაიმდე (ვიდეო)

541
5d051042210000dc18f36c4c

გზა ფლორიდის შტატიდან ჰავაიმდე – გველმა ტურისტის ზურგჩანთით თვითმფრინავით იმგზავრა.

როგორც usatoday იუწყება, 20 წლის ტურისტმა მხოლოდ ფრენის დასრულების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ზურგჩანთით გველს ატარებდა. აშშ-ს მოქალაქემ, რომელიც ჰავაიზე მიფრინავდა, დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგ, ჩანთიდან ნივთების ამოლაგების დროს 30 სმ სიგრძის გველი იხილა. ამის შემდგომ, მან დაუყოვნებლივ მიმართა სათანადო ორგანოებს და აცნობა, რომ ფლორიდადან გველი უნებლიეთ ჩამოიყვანა.

როგორც ჰავაის სოფლის მეურნეობის განვითარების საბჭოში აცხადებენ, მამაკაცს წარმოდგენა არ აქვს, როგორ აღმოჩნდა ზურგჩანთაში მისი უცნაური თანამგზავრი.

აღსანიშნავია, რომ შავი გველის ეს სახეობა სწორედ ფლორიდის შტატშია გავრცელებული. რაც შეეხება ჰავაის, აქ მსგავსი „არსებების“ უკანონოდ ფლობა და გადაყვანა დანაშაულად მიიჩნევა, რაც ითვალისწინებს 200 ათასი დოლარით დაჯარიმებას და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები