LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრთხილად ვიყოთ, მახსოვს, როგორ დაიწყო აფხაზეთის, ცხინვალის კონფლიქტი (ვიდეო)

177
1549554942-ემზარ-კვიციანი-02-07-01-1024x574

მახსოვს, როგორ დაიწყო აფხაზეთის, ცხინვალის კონფლიქტი. იგივე გზას ვადგავართ ახლაც – ეს განცხადება ემზარ კვიციანმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მისივე თქმით, აუცილებელია პარლამენტი დავით გარეჯის საკითხში ჩაერიოს და მალე გადაწყვიტონ.

„იგივე გზას ვადგავართ. ყველაფერი ასე დაიწყო. სწორედ, ამისთვის საჭიროა, რომ ძალიან ჭკვიანად ვიყოთ,“ – განაცხადა კვიციანმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტები, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას დავით გარეჯში აპირებდნენ. 

ამ ფაქტის შემდეგ ქართული საზოგადოების მხრიდან მასშტაბური მსვლელობა დაიგეგმა, დღევანდელ მშვიდობიან აქცია-მსვლელობაში საქართველოს 9 ეპარქიაც მონაწილეობს.