LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოლოგი სოცქსელში გავრცელებულ ვიდეოზე: „ნორმად აქცევთ ბავშვის სექსუალიზაციას…“

7938
maia-ciramua-fsiqologi

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ბავშვთან მოპყრობის წესების შესახებ სტატუსს აქვეყნებს. სპეციალისტი წერს, რომ პატარა არ არის თოჯინა და სათამაშო, რომელსაც გამოპრანჭავ და შემდეგ „ფეისბუქზე“ გამოჭიმავ.

ფსიქოლოგი ამ სტატუსით ეხმაურება ვიდეოს, სადაც პატარა გოგონას ძალიან მოკლე და მოტკეცილი თეთრი კაბა აცვია და პატარასთვის შეუფერებლად ცეკვავს. სოცქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ასეთი ვიდეოები პედოფილების პირდაპირი გამოწვევაა.

გთავაზობთ ფსიქოლოგის სტატუსს:

„ბავშვი არ არის ინსტრუმენტი, თოჯინა, სათამაშო… ბავშვი არ შეიძლება გამოპრანჭოს მშობელმა, გაუკეთოს მაკიაჟი, რაც ყველაზე შემზარავია, “გაასექსუალუროს” და მერე ფბ-ზე გამოჭიმოს მისი ვიდეო, რომელსაც 150 000-ზე მეტი ნახვა აქვს – ანუ კარგი მასალაა ცუდად დაინტერესებული ადამიანებისთვის. ბავშვის ასეთ საფრთხეში ჩაგდება არ შეიძლება, სულ რომ გალიაში გამოკეტოთ და დაცული გყავდეთ – აზიანებთ, სერიოზულად აზიანებთ მის ფსიქიკას და ამას გარდა, ნორმად აქცევთ ბავშვის სექსუალიზაციას. ასეთ მშობელს სოციალურმა სამსახურმა უნდა გააგებინოს საკუთარი ფუნქცია, სულ რომ მდიდარი და გავლენიანი იყოს, სოციალურ სამსახურს აქვს უფლებამოსილება, ეს გააკეთოს, რადგან ბავშვის ინტერესი არის უპირატესი.

P.S. არ მკითხოთ, რა მოხდა, მაშინ მომიწევს ლინკების მოცემა და გავრცელება იმისი, რაც პირიქით უნდა შეიზღუდოს ამ სივრცეში. რაც მოხდა, მიწერია ისედაც“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები