LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის თაობაზე მონიტორინგი მკაცრდება

114

პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში ფარმაცევტს პროფესიული საქმიანობა სამი წლით შეეზღუდება, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აღნიშნული დადგენილება ძალაში დღეიდან შევიდა. მეორე ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში კი პროფესიული საქმიანობა ერთი წლით იზღუდება.

„მეწარმეებს ზოგადად არ აქვთ შეზღუდვა პარალელური აქტივობების კეთებით. მაგალითად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ავტომობილების შემკეთებელი დაწესებულება და პარალელურად გახსნას ფსიქოტროპული აფთიაქი. ასეთი ადამიანები საქმიანობის ნებართვას ვერ მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ აქვთ სამართალდარღვევა, იყვნენ ნასამართლევი, ან აქვს ბიუჯეტის წინაშე დარღვევა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, მინისტრის თქმით, გამკაცრდება მონიტორინგი.

„მონიტორინგი იმუშავებს 24/7 საათიან რეჟიმში, იქნება მორიგე და გეგმური შემოწმების გარდა, ცხელ ხაზზე 15 05-ზე შესულ შეტყობინებებზე, სადაც ადგილი ჰქონდა ასეთ ქმედებას, დაუყოვნებლივ გავა მონიტორინგის ბრიგადა და ადგილზე მოახდენენ რეაგირებას“, – განაცხადა სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები