LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

79
1551162410-5c74df6a80a8a

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე მაისის თვეში ფულადი გზავნილების სტატისტიკას ეხმაურება და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია.

„თუკი აპრილში გზავნილები წლიურად 42.3%-ით შემცირდა, მაისში კლება მხოლოდ 9.6% იყო. იმის გათვალისწინებით, თუ რა უარყოფითი მოლოდინი არსებობდა ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით პანდემიის დასაწყისში, ეს ნამდვილად კარგი ამბავია. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, არც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვექნება ისეთი მაღალი, როგორსაც აქამდე არსებული საბაზო პროგნოზი აჩვენებდა. ეს კი, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ისე გაცვლით კურსზე“, – წერს გვენეტაძე.

ცნობისთვის, 2020 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.8 მლნ აშშ დოლარი (421.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.6%-ით (13.9 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები