LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფუტკრის შხამი მკერდის სიმსივნურ უჯრედებს კლავს – ახალი კვლევა

410
bee-venom-kills-breat-cancer-cells-1024x538

აღნიშნულის შესახებ „ბი ბი სი“ ავსტრალიელი მეცნიერების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გვაუწყებს, რომელთა თქმითაც კვლევის ფარგლებში გამოყენებულმა ფუტკრის შხამმა მკერდის სიმსივნის განსაკუთრებით აგრესიული ფორმის უჯრედები გაანადგურა.

სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ განსაკუთრებით ეფექტური შხამის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტი, მელიტინი აღმოჩნდა, რომელიც ორი სხვადასხვა ტიპის სიმსივნის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.

მეცნიერებმა აღმოჩენას „საოცარი“ უწოდეს, თუმცა მათი თქმით ამ მიმართულებით საჭიროა მეტი კვლევები და წინ კიდევ გრძელი გზაა იქამდე, ვიდრე ფუტკრის შხამს ადამიანებში სიმსივნესთან საბრძოლველად გამოიყენებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ მიუხედავად არაერთი ქიმიური ნაერთის არსებობისა, რომლებიც ლაბორატორიებში სიმსივნურ უჯრედებს წარმატებით ხოცავენ, ადამიანების სამკურნალოდ მათი მხოლოდ მცირე ნაწილის გამოყენებაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ უფრო ადრინდელი კვლევების ფარგლებში ფუტკრის რძემ ანტისიმსივნური თვისებები სხვა ტიპის სიმსივნეების, მაგალითად მელანომების წინააღმდეგაც გამოავლინა.

მკერდის სიმსივნე მსოფლიოში ქალთა შორის ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებაა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები