LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააგრძელებენ ასე? – ძალიან მძიმე ბედი ელით – ვაშაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის ამნისტიის პროექტს მხარს არ დაუჭერს

43
334

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ამნისტიის პროექტს მხარს არ დაუჭერენ.

„ამ ვირეშმაკობებს დასასრული უნდა ჰქონდეს“, – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ვაშაძე. 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ შარლს მიშელის შეთანხმებას არღვევს, რაც მათთვის რთული შედეგებით დასრულდება.

„გვითხრეს, რომ ამნისტიაზე თანხმობა არ იქნება საჭირო, მერე წავიდნენ და ასე ვირეშმაკულად შემოგვიტრიალეს – უარი არ უნდა თქვასო. 

გააგრძელებენ ასე? – ძალიან მძიმე ბედი ელით. საქართველო გადის ძალიან სერიოზულ ბეწვის ხიდზე, შემთხვევით არ ხდება ამდენი განცხადებები რომ კეთდება, ეს ამდენი ჩართულობა, შარლ მიშელის ვიზიტი, რომელთანაც შეხვედრა გვექნება. „ქართულ ოცნებას” ეგონა – ხელს მოვაწერ და მერე ან გავაკეთებ ან არა. ასე არ ჩაივლის ეს ყველაფერი”, – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები