LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააგრძელეთ აცრები! სავარაუდოდ, covid19 იმიტომ წყალობს ბავშვებს, რომ რომელიღაც ვაქცინა ჯვარედინ მოქმედებაშია კორონავირუსის გამომწვევთან

204
unnamed

ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

პედიატრი გასცემს რეკომენდაციებს და მოუწოდებს მშობლებს აუცილებლად გააგრძელონ გეგმიური აცრები:

“sars-cov-2 -ის წინააღმდეგ ვაქცინა ჯერ არ შექმნილა,თუმცა,ვაღიარებ,რომ ერთადერთი იმედია,რომ დავიცვათ ადამიანები ამ ვერაგი,უხილავი,ორგანიზმის დამანგრეველი მტრისგან?იმედს ვიტოვებ,რომ ერთ წელიწადში მაინც იქნება,რადგან მის შექმნაზე წამყვანი ქვეყნების უმძლავრესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი გენეტიკური ლაბორატორიები მუშაობენ!!! ამ ბოლო პერიოდში,ძალიან ბევრი მშობელი უარს აცხადებს კალენდარულ ვაქცინაციაზე,ანტივაქსერული აზროვნება ჩემი აზრით კრიმინალურ აზროვნებას უტოლდება,აუცრელი ადამიანი მიუღებელი ხდება საზოგადოებისთვის,იმიტომ,რომ საშიშია,იცრები და ცრი იმიტომ არა,რომ იცავ საკუთარ თავს ან შვილს,იცავ გარემოცვას,სამყაროს… ასე მოხდა უამრავი სიცოცხლისთვის საშიში დაავადების ლიკვიდაცია! აცრა არის პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა საზოგადოების წინაშე!!! აუცრელობა კი უპასუხისმგებლობა! წყალმა და ვაქცინაციამ გადაარჩინა კაცობრიობა! არ არის სახუმარო დიფტერია,ტეტანუსი,პოლიომიელიტი,წითელა,წითურა,ყბაყურა,B ჰეპატიტი,ეს ის დაავადებებია,რომლებიც უამრავ გართულებას იწვევს და რომელებთანაც შეხვედრა,შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს!!!პირადად მე,ჩემს შვილიშვილს მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც კი ჩავუტარე და გრიპზეც ვიცრებით ყოველწლიურად…უამრავ თქვენგანს აინტერესებს, განსაკუთრებით ამ პერიოდში,გააგრძელოს თუ არა კალენდარული აცრები!!??აუცილებლად!!! ეხლა განსაკუთრებით,ვინაიდან ერთერთი მოსაზრება,თუ რატომ წყალობს sars-cov-2 ვირუსი ბავშვებს,სწორედ ის არის,რომ რომელიღაც ვაქცინა,ჯვარედინ მოწმედებაშია კოვიდ-19-ის გამომწვევთან!! აცრა თუ არ აცრა,ეს საკითხი მხოლოდ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს მშობელთან შეთანხმებით,რომელიც შეიძლება ვაქცინაციის წინააღმდეგიც კი წავიდეს ,მაგრამ ჩემი,როგორც პედიატრის ვალია მოგიწოდოთ და შეგახსენოთ,”-წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები