LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბედე და თქვი: თავის მართლების 1000 სიტყვის ნაცვლად მაპატიე

735
nikajiadze2010

ბლოგერი ნიკა ჯიაძე საინტერესო ნააზრევსა და სიტყვებით თამაშს გვთავაზობს ახალ პოსტში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ ფოტოებთან ერთად.

„ნათქვამია, რომ ერთ კეთილ სიტყვასა და მოქმედებას შეუძლია ადამიანის მთლიანი დღის შეცვლა. გაბედე და ნაცვლად სიტყვებისა:

• „კარგი სურათია”,
• ძალიან კარგად გამოიყურები!
• „უბრალოდ, მოკითხვა მინდოდა”,
• მომენატრე!
• „დღეს სხვანაირად გამოიყურები”,
• რა ლამაზი ხარ!
• „შეიძლება მოვიცალო”,
• შენ გვერდით ვარ!
• თუ არ გამოგდის, შეეშვი.
• რაც უნდა მოხდეს, იარე წინ!
• თავის მართლების 1000 სიტყვის ნაცვლად.
• მაპატიე!
• 1000 ალტერნატიული სიტყვის ნაცვლად.
• მიყვარხარ!

აღტაცებით მიესალმე ადამიანებს.

5 წამი გჭირდება კომპლიმენტის მოსაფიქრებლად.

ჩაეხუტე.

თუ შეძლებ, მიესალმე უცხო ადამიანებსაც.

დაუთმე. კარი გაუღე.

მოულოდნელად დაურეკე მშობლებს, მეგობრებს..

შეამჩნიე, ვისაც არ ამჩნევენ.

უბრალო მომსახურებისთვისაც მადლობა გადაიხადე.

დასვი კითხვები და მთელი გულით მოისმინე.

იყავი ის ერთი, ვისაც სჯერა სხვისი უკეთესობის, სწამს შეცვლის, მოლოდინი აქვს წარმატების და არ ნებდება არასოდეს.

„ჩვენ შესაძლოა ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული ესა თუ ის საქმე ზღვაში წვეთია, მაგრამ ზღვა ამ წვეთის გარეშე უფრო პატარა იქნებოდა“.

 

ნიკა ჯიაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები