LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაბოდიალდა და უკან აღარ დაბრუნებულა” – თბილისის ზოოპარკი კარაკულას ეძებს

321
72738235-10157987082874575-714799303855439872-o

ზოოპარკიდან ცნობილი პუდელი კარაკულა დაიკარგა. ადმინისტრაცია მას უკვე ერთი დღეა ეძებს.

სოციალურ ქსელში ისინი დახმარებას ითხოვენ.

“საყვარელო მეგობრებო, თქვენი დახმარება გვჭირდება.

ჩვენი კარაკულა დაიკარგა. დაახლოებით 11:00 საათზე გაბოდიალდა ზოოპარკიდან და უკან აღარ დაბრუნებულა.

თუ ვინმემ, სადმე ნახოთ შავი (პრინციპში უკვე მონაცრისფრო), ჭაღარაშერეული პუდელი, გთხოვთ, შეგვატყობინოთ .

ღამდება უკვე და გაუჭირდება მერე მოგნება. ცოტა ცანცარაა და უჭირს ქალაქში ორიენტირება…” – წერსზოოპარკის ადმინისტრაცია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები