LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია ეპიდვითარებაზე: დღეისთვის მაღალი დატვირთვა არ არის, საწოლების 50% თავისუფალია

112
BeFunky-collage (5)

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია პანდემიის ფონზე, საწოლფონდის რესურსზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის, მაღალი დატვირთვა არ არის და საწოლების თითქმის 50% თავისუფალია.

გაბუნიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი ნაკადის მართვა გახდება საჭირო, ჰოსპიტალურ სექტორს ამის საშუალება აქვს:

“იანვრის ბოლოს შესაძლოა, ყოველდღიურად 20 ათასი შემთხვევა დაფიქსირდეს” – რამდენად საშიშია საფრანგეთში აღმოჩენილი ახალი შტამი

“ომიკრონის” წინააღმდეგ ვაქცინა კვლავაც იცავს. განსაკუთრებით, “ბუსტერ-დოზა”. ამდენად, ვაქცინაციის პროგრამაში ჩართულობა მნიშვნელოვანია. კლინიკური სექტორი მობილიზებული რჩება. დღეისთვის მაღალი დატვირთვა არ არის. საწოლების 50% თითქმის თავისუფალია. აქედან გამომდინარე, თუ საჭირო გახდება დამატებითი ნაკადის მართვა, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს ამის შესაძლებლობა აქვს.

კლინიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს. ყოველდღე იმართება შეხვედრები სამინისტროს ხელმძღვანელობასა და კლინიცისტებს შორის, რათა ვნახოთ დამატებით, რა რესურსის მობილიზებაა საჭირო. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალი მედიკამენტების დანერგვაზე. იმ პროცესების გამართვაზე, რაც დღეს ჰოსპიტალს სჭირდება, რომ დიდი ნაკადები მართონ”, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, იმ ფონზე, რომ “ომიკრონის” შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი, ბოლო 7 დღის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი 2 000, საყურადღებო რიცხვია:

“საახალწლო დღეებთან დაკავშირებით ტესტების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო. აქედან გამომდინარე, დაგროვდა შემთხვევები, რომელიც გამოუვლენელი დარჩა და დღეს 3 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 7 დღის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი 2 000 შემთხვევაა, რაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე წინა კვირებში.

რა თქმა უნდა, საკმაოდ საყურადღებო მაჩვენებელია. ამას კიდევ უფრო საყურადღებოს ხდის ის გარემოება, რომ მოსალოდნელია “ომიკრონის” შემთხვევების მატება. დღეისთვის დადასტურებულია 148 შემთხვევა”, – თქვა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 590 შემთხვევა დაფიქსირდა.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები