LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაჭრა დაგენანებათ – „მონსტრი“  ნამცხვრები ჰელოუინისთვის…

137
hlwn2010

ზოგისთვის ცხობა რუტინული საქმიანობაა, ზოგისთვის კი ნამდვილი ხელოვნება. მეორე ნაწილს მიეკუთვნება კანადელი კონდიტერი ჯესიკა კლარკ ბოინი, რომელიც ვაშლის, გოგრისა და ცომისაგან პოპ-კულტურის სურათებს ქმნის. ცოტა ხნის წინ კონდიტერმა საზოგადოებას ჰელოუინის თემაზე შექმნილი ნამცხვრები შესთავაზა, რომლებიც ნამდვილად მონსტრულად გამოიყურებიან, ამ სიტყვის კარგი გაგებით.

საინტერესოა, რომ ჯესიკა თვითნასწავლი კონდიტერია და ცხობა 5 წლის წინ დაიწყო. როგორც ამბობს, მას საიდუმლოებები არ აქვს და თავის ცოდნას ყველა მსურველს გულწრფელად უზიარებს.

მას შემდეგ, რაც ბოინი ამ საქმიანობით დაინტერესდა აღმოაჩინა, რომ ნამცხვრების დეკორირება მოდიდან დაახლოებით 200 წლის წინ გადავიდა, მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს კი სწორედ ადამიანების ამ საკითხით კვლავ დაინტერესება წარმოადგენს.

„ჩემთვის ნამცხვრების გაფორმება ხელოვნებაა. ეს არის გზა, რომლის წყალობითაც ჩემს ემოციებს, საჭმლისადმი ჩემს დამოკიდებულებას და ახალ გემოებს გადმოვცემ. რასაკვირველია, ეს ძალიან სახალისოა, მაგრამ ამავდროულად ჩემს საქმეს ძალიან სერიოზულად ვუდგები.“- აცხადებს ის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები