LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაცოცხლებული ფრედის“ ხმაზე ატირებული სელინ დიონი ემოციებს ვერ იკავებს (ვიდეო)

2175
marteli

მარკ მარტელი მსოფლიომ განსაკუთრებით მას შემდეგ გაიცნო, რაც ფილმისთვის „ბოჰემური რაფსოიდია“ Queen-ის თითქმის ყველა სიმღერა თავიდან გადაამღერა. კანადელი მარტელი ბრაიან მეის აღმოჩენაა, რომელმაც ის ჯგუფის ტურნეშიც მიიწვია. მარკს ფრედი მერკუის რეპერტუარიდან უამრავი სიმღერა აქვს გადამღერებული და მას „გაცოცხლებული ფრედი მერკური“ არაერთხელ უწოდეს.

ერთ-ერთ შოუზე გამოსვლისას მან სელინ დიონი შოკში ჩააგდო, მარკმა Queen-ის ჰიტი Somebody To Love შეასრულა და სელინ დიონის ატირებაც შეძლო. მთელი სიმღერის მანძილზე დიონი ემოციების შეაკავებას ვერ ახერხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები