LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადადგომით გახარიამ აღიარა, რომ იგეგმებოდა სისხლისღვრა და ძალადობა: ნიკა მელია

95
BeFunky-collage (22)

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, ამ ნაბიჯით გიორგი გახარიამ აღიარა, რომ ქართული ოცნება დღეს სისხლისღვრას და ადამიანების თავისუფალ ნებაზე ძალადობას გეგმავდა.

“როგორც ჩანს განათდა რიგი ქართული ოცნების წარმომადგენლებში. ვგულისხმობ ბატონ გახარიას, რომელმაც როგორც ჩანს, არ გადადგა მეორეჯერ ნაბიჯი სისხლისღვრისკენ, რომლისკენაც მოუწოდებდნენ ალბათ, საკუთარი გუნდის წევრები. ბატონ გახარიას, პოლიტიკური და ადამიანური ცოდვაც აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით და ამ ლაქას ის ვერასოდეს ჩამოირეცხავს. გადადგომით გახარიამ აღიარა, რომ დღეს იგეგმებოდა სისხლისღვრა და ძალადობა ადამიანების თავისუფალ ნებაზე, რომლებიც აქ ნაციონალური მოძრაობის ოფისში არიან შეკრებილები. ამის არ გაკეთება დასაფასებელია,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას, ფასილიტატორების მონაწილეობით მოლაპარაკებას სთავაზობს, რათა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.

მისი განცხადებით, აშშ-ს საელჩოს განცხადება, ასევე გუშინდელი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ ხალხს საერთაშორისო მეგობრობის მხარდაჭერა აქვს.

“ერთგულები ვართ იმ გასატარებელი ცვლილებებისა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ახალი ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს. დაწყებული სამართლებრივი წესრიგიდან, დამთავრებული სხვა წესრიგებით.

მინდა გავაკეთო ოპოზიციური პარტიების სახელით განცხადება, მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას, ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ჩვენი ამოცანა არ იყო, არ არის და არც იქნება ძალადობა, ვიღაცის დაჩაგვრა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები. ჩვენ გვინდა ქვეყნის განვითარება, რომელიც თავისუფალი არჩევნების ჩატარებით არის შესაძლებელი,” – აცხადებს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ნიკა მელიას დასაკავებლად მივიდნენ. სამართალდამცავებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ და ტერიტორია დატოვეს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

თავად გიორგი გახარია გადადგომის მიზეზად, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, გუნდში არსებულ შეუთანხმებლობას ასახელებს. გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრება პოლიტიკური ესკალაციის საფრთხეს ზრდის.

ნიკა მელიას დააპატიმრებენ თუ არა, ჩვენ მაინც უნდა მივაღწიოთ ქვეყანაში ვადამდელ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს: სალომე სამადაშვილი

"ვაპირებთ, მშვიდად, მაგრამ ძალიან მტკიცედ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ ვაპირებთ შევეგუოთ ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმის გაფორმებას" - სამადაშვილი.

 

პოპულალურები