LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაიხადე ხელისგულით – „ამაზონმა“ გადახდის ინოვაციური მეთოდი დანერგა 

159
5f745a34bdc58

„ამაზონმა“ საზოგადოებას უკონტაქტო დაგახდის ინოვაციური მეთოდი წარუდგინა. ამიერიდან კომპანიის მაღაზიების მომხმარებლები სასურველი ნივთების ღირებულების გადახდას ხელისგულის ანაბეჭდით შეძლებენ, რომელიც კომპანიის მომხმარებელთა ბაზაში იქნება რეგისტრირებული.

ხელისგულის ანაბეჭდი პატრონის საკრედიტო ბარათზე იქნება მიბმული და შესაბამისად, შეძენილი ნივთების ღირებულება ანგარიშიდან უპრობლემოდ ჩამოიჭრება.

ამ ეტაპზე სერვისით სარგებლობა მომხმარებლებს მხოლოდ „ამაზონის“ ორ მაღაზიაში შეუძლიათ, რომლებიც სიეტლში მდებარეობს. თუმცა უახლოეს მომავალში სერვისით სარგებლობას უკვე როგორც სიეტლის სხვა ფილიალების კლიენტები, ასევე ნიუ იორკში, ჩიკაგოსა და სან ფრანცისკოში მდებარე მაღაზიების სტუმრებიც შეძლებენ.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით მათ ეს იდეა ჯერ კიდევ პანდემიამდე ჰქონდათ, ახლა კი ინოვაციის დანერგვა ძალიან დროულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები