LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადაიყვანეთ სააკაშვილი და გადაარჩინეთ მისი სიცოცხლე“ – ექიმებმა ევროკავშირის ელჩს ღია წერილით მიმართეს

66
Untitled design (2)

ქართველი ექიმები ევროკავშირის ელჩს ღია წერილით მიმართავენ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსის ჩართვა ითხოვენ.

როგორც დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მისულმა ექიმებმა განაცხადეს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და აუცილებელია მისი დაუყოვნებელი გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ:

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის წამების და ინტოქსიკაციის მსხვერპლი, ჩვენ მოვედით ევროკავშირის ოფისთან და მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, რომ დაგვეხმაროს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაში“, – განაცხადა ექიმმა მანანა ჯებაშვილმა.

„მდგომარეობა არის კატასტროფული, უმძიმესი, ამიტომ რასაც თვეების წინ ვამბობდით, არ გვიჯერებდნენ და ახლა უკვე დადასტურებულია, რომ ადამიანი მძიმე მეტალებით არის მოწამლული, ამიტომ ჩვენ, საქართველოში მედიკოსებს არ ძალგვიძს – იმიტომ კი არა, რომ ჩვენს მედიცინას არ აქვს ამის შესაძლებლობა, უბრალოდ ასეთი გამოცდილება და აპარატურა საქართველოს არ აქვს“, – აღნიშნა ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა.

ადამიანი შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაიღუპოს – ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

პრეზიდენტი: თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა დაიდება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება

წულუკიანი: როცა გარეთ მყოფ ადამიანებს პატიმარი აინტერესებთ, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი, ეს უკვე აზიანებს მოცემულ პატიმარს, რა გვარისაც უნდა იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები