LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადახედეთ მეზობელ ქვეყნებს, ასეთი ეკონომიკური ზრდა ბევრგან არ არის – ღარიბაშვილი

48
ipiccy-image

მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ბიზნესს, რომ ახალი პროექტები განახორციელონ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, ახალი პროექტები დაფინანსდება, ხოლო განახლებულ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დღეს წარადგენს.

„გადახედეთ მეზობელ ქვეყნებს და ზოგადად რეგიონში არსებულ ტენდენციებს, ასეთი ზრდა ბევრგან არ არის. მართლაც უპრეცედენტო ზრდაა ჩვენს ქვეყანაში. ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენა ქვეყანაში მაღალი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენს მოსახლეობას შევახსენებ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. აპრილში ჩვენ გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში 25%-იანი ზრდა, ხოლო ივნისში 18,7%-იანი ზრდა. რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენთვის“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“, პრემიერის თქმით, მას დაემატება ახალი კომპონენტები.

„ჩვენ დღეს დავამტკიცებთ მეწარმეობის მხარდაჭერის კიდევ რამდენიმე ახალ მექანიზმს, რომლებიც გაზრდის სესხის თანაგარანტირებისა და სესხის თანადაფინანსების შესაძლებლობებს, ასევე ექსპორტზე, ან – იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული მეწარმეებისთვის დაბალპროცენტიანი საბანკო რესურსის, ან სპეციალური გრანტის ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები