LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გადაკრავს მათრახს ძეგლი და გაიქცევა ქუთაისში” – რას ფიქრობს ხალხი დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილმდებარეობაზე [ვიდეო]

20190129_163525

ქართველი მეფის დავით აღმაშენებელის ძეგლის ადგილმდებარეობა ისევ სადაოა. ძეგლის რესპუბლიკის მოედნიდან აღმაშენებლის ხეივანში გადატანის შემდეგ, ისტორიული პიროვნება, კონკრეტული ადამიანების დასაცავი გახდა. ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ გავრცელდა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, ძეგლის ძველ ადგილზე დაბრუნების შესახებ.

აღმაშენებლის ხეივანი ქართველების უდიდესი მეფისთვის, ბევრს არასაკადრისად მიაჩნია. რესპუბლიკის მოედანზე ძეგლის დაბრუნებას ითხოვდა მისი ავტორიც მერაბ ბერძენიშვილი, თუმცა სიცოცხლეში ეს სურვილი არ შეუსრულდა.

მოთხოვნის მიუხედავად, მერია ძეგლისთვის ადგილმდებარეობის საკითხის შეცვლას არც ახლა განიხილავს. დედაქალაქის მთავრობაში ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არავინ ისურვა.

რას ფიქრობს ხალხი დავით აღმაშენებლის ძეგლზე და რამდენად მნიშვნელოვანია ძეგლების მდებარეობა ნახეთ სიუჟეტში.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/299865130888472/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები