LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადამაბარონ უფლებამოსილება და მთლიანად დავალაგებ საკუთხს უკრაინასთან, ბრიუსელთან და ვაშინგტონთან: გიორგი ვაშაძე

280
გიორგი ვაშაძე

პირდაპირ გეუბნებით, რომ გადმომაბარონ უფლებამოსილება მთლიანად, დავალაგებ ამ საკითხს, როგორც უკრაინასთან ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე ამბობს, რომ დარჩენილ 2 კვირაშიც კი შესაძლებელია ყველაფერი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ შევცვალოთ, უბრალოდ ამისთვის მას შესაძლებლობა და უფლება მოსილება სჭირდება.

“მე მაგალითად პრემიერის ადგილზე ყოველ თვეში 2-ჯერ ჩავიდოდი კიევში და მათთან ერთად მხარდამხარ ვიქნებოდი ჩართული დიპლომატიურ სამუშაოებში, როგორც უკრაინის ასევე საქართველოს მხარდაჭერისთვის” – აცხადებს ვაშაძე.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში კითხვაც კი არ დაისმებოდა თუ რატომ უნდა მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

“სამწუხაროდ „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია საპირისპირო გზა: მათ აირჩიეს ზელენსკიზე თავდასხმის გზა, მათ აირჩიეს ანტიუკრაინული გზა, მათ აირჩიეს ანტიდასავლური კამპანია, აირჩიეს ევროპარლამენტარებზე შეტევის განხორციელება, სენატორების და კონგრესმენების მტრებად გამოცხადება, ომის დაწყებაში დასავლეთის დადანაშაულება, ამის შემდეგ უკაცრავად მაგრამ თქვენ რას ელოდებით?! ელოდებით, რომ კიდევ უკრაინამ უნდა თქვას, რომ საქართველოს ჩემთან ერთად უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი?” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

“ორი კვირაა დარჩენილი საბოლოო პასუხამდე, მე რომ ახლა შესაძლებლობა მომეცეს, პირდაპირ გეუბნებით, რომ გადმომაბარონ უფლებამოსილება მთლიანად დავალაგებ ამ საკითხს, როგორც უკრაინასთან ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან, კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და უკრაინა თვითონ იტყვის, პირდაპირ ზელენსკის ვათქმევინებ, რომ საქართველოს ჩვენთან ერთად მიეცით კანდიდატის სტატუსი, უბრალოდ ამ შედეგის მისაღწევად შესაძლებლობა, უფლებამოსილება უნდა მქონდეს, რომელიც სამწუხაროდ არ მაქვს. დარჩენილ 2 კვირაშიც კი შესაძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება“, – გიორგი ვაშაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები