LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადასცემენ თუ არა წყალტუბოში 47.5 მილიონიან ქონებას ივანიშვილს 1 ლარად – ეკონომიკის მინისტრის პასუხი

153
17

წყალტუბოს პროექტი უნდა განვიხილოთ, როგორც სინერგია და არა როგორც კონკურენცია – ეკონომიკის მინისტრი კითხვას: „შესაძლებელია თუ არა წყალტუბოში მდებარე ქონება 1 ლარად გასხვისდეს“ – პასუხობს.

ნათია თურნავას თქმით, ეს შეუძლებელია: „ვხედავთ ისეთ ინტერესს, რომ ეს ქონება საბაზრო ფასად გასხვისდება.”

მინისტრის ინფორმაციით, წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 15 სანატორიუმის საბაზრო ფასი, რომლის შეძენასაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, 47.5 მილიონი ლარია.

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - გაეცანით ამ გეგმას

წყალტუბოს განვითრების პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო

“ჩვენ ქონებას ბიზნესს საბაზრო ფასად შევთავაზებთ. საბაზრო ფასს როდესაც ვსაზღვრავთ, ვეყრდნობით 2019 წლის შეფასებას, თუმცა რეალურად საბაზრო ფასი დგინდება ღია აუქციონის პირობებში. მთლიანი კომპლექსის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 სასტუმროს საბაზრო ფასი ოფიციალური შეფასებით, 47.5 მილიონი ლარია,” – აღნიშნა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები