LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაუდებლად საჭიროა მთელი სამღვდელო დასის ნარკოტესტირება – დეკანოზი ილია ჭიღლაძე ინიციატივით გამოდის

312
maxresdefault

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერ-მონაზონის ბრალდებას დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და გამოდის ინიციატივით, რომ სასულიერო პირები ნარკოტესტზე შეამოწმონ.

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს, ერთ-ერთი ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერია

გთავაზობთ მის სტატუსს:

“ეკლესიის კიდევ ერთი სირცხვილი და სკანდალი მოედო საინფორმაციო სივრცეს: ზუგდიდში ბერი დაიჭირეს დიდი ოდენობით ნარკოტიკებით. ასე იცის უკონტროლო და შემთხვევითი პირების მასობრივმა აღკვეცებმა და ხელდასხმებმა… ამის მიუხედავად, ზოგიერთები მაინც მოჰყვებიან ფარისევლურ მოთქმას: “ეკლესიას ებრძვიან”, “ბოროტი იბრძვის რწმენის წინააღმდეგ” და სხვა ასეთი ფრაზები, რომლებიც მხოლოდ თვალის ახვევაა და ნაცრის შეყრა ადამიანებისთვის.

ეკლესიას ებრძვის და ანგრევს შიდა უწესრიგობა და ამორალიზმი, ესაა ეკლესიის ნამდვილი მტრები და არა კრიტიკოსები, ეს გაიგოს ყველამ.

ამიტომ გადაუდებლად საჭიროა შიდა საეკლესიო ადმინისტრაციული რეფორმები, მათ შორის მთელი სამღვდელო და საბერო დასის ნარკოტესტირება. ასევე აღკვეცის და ხელდასხმის წინაპირობად ნარკო და ფსიქო შემოწმება შესაბამისი პროცედურებით. აქამდეც ბევრი ანაფორიანი დაიჭირეს, ზოგი არ გაშუქდა მედიით და უფრო ბევრი კიდევაა პასუხსაგები….”

ამ მამაოს საოცარი წარსული აქვს – ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბერმა დანაშაული დაიბრალა

შეგახსენებთ, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი ზუგდიდში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები