აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 300 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. “კოვიდ 19”-ით გარდაცვლილთა რიცხვი დღე-ღამის განმავლობაში ათასს აჭარბებს.
ვირუსის სწრაფად განვითარებამ მსოფლიო დაამუხრუჭა.

ათასობით გარდაცვლილი: რატომ ჰყავს აშშ-ს კორონავირუსის ძალიან ბევრი მსხვერპლი

მუშაობა შეწყვიტა სხვადასხვა ბიზნეს ობიექტებმა, შესაბამისად, მოქალაქეების გარკვეული რაოდენობა სამსახურის გარეშე დარჩა.

აშშ-ში მყოფ ქართველებს პირველად დახმარებას კრიზის ცენტრი გაუწევს

თუმცა, როგორც ჩანს, რთულ სიტუაციებშიც მოიძებნება გამოსავალი. ამის მაგალითია ნიუ-ჯერსის შტატის, ქალაქ ბელმარის პიცერია “ფედერიკოს” მფლობელების გადაწყვეტილება.

ბრაიან და მაიკლ მორინები უკვე 22 წელია მამისგან მიღებულ ბიზნესს მართავენ. თუმცა პანდემიამ მათი ბიზნესიც საშიშროების წინაშე დააყენა. მაშინ როდესაც დაიწყო მასობრივი დათხოვნები ბრაიანმა ამჯობინა ზარალზე წასულიყო და საკუთარ თანამშრომლებს დახმარებოდა.

“ჩემს თანამშრომლებს ხელფასს მე ვუხდი. ხელფასი თუ არ ექნებათ, ვერ შეძლებენ ბინის ქირის, საკრედიტო ანგარიშების, დაზღვევისა და ბენზინის საფასურის გადახდას. გადავწყვიტე ზარალზე წავსულიყავი და მომავალში როგორმე ამენაზღაურებინა.”

 

 

abc news-ის ცნობით, ბრაიანმა ბანკიდან 50 000 დოლარის სესხი აიღო და თანამშრომლებს დაპირდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, მინიმუმ მომდევნო ორი თვის განმავლობაში სამსახურს შეუნარჩუნებდა და ყველაფერს გააკეთებდა , რათა ხელფასი უწყვეტად მიეღოთ.

ბრაიანის ამბავი შტატში სწრაფად გავრცელდა და შეიძლება ითქვას, სოციალური პასუხისმგებლობის თითქოს უჩვეულო საქციელმა ქველმოქმედების ტალღა ააგორა.

საქმე იმაშია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ბრაიანის ბიზნესის და მისი თანამშრომლების დასახმარებლად გააქტიურდა. კლიენტებმა შეკვეთაზე 10 დოლარის დამატება დაიწყეს. შემდეგ ამ ყველაფერს საქველმოქმედო შეწირულობებიც დაემატა.

ზოგიერთი მოქალაქე პიცერიაში საკუთარი შეკვეთის გასაფორმებლად რეკავდა, ზოგიერთი კი გამოთქვამდა სურვილს წინასწარ გადაეხადათ შეკვეთის საფასური იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ. საუბარია ექიმებზე, ექთნებზე და ადგილობრივი საავადმყოფოს სხვა თანამშრომლებზე.

შედეგად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პიცერია “ფედერიკომ”, გადაუდებელი დახმარების სამსახურების მუშაკებისთვის, 4 ათასი დოლარის ღირებულების შეკვეთები შეასრულა.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები