LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაწყდა: ევროკავშირი საზღვარს 14 ქვეყანას უხსნის

410
23

ევროპა საზღვრებს პირველი ივლისიდან თოთხმეტ ქვეყანას გაუხსნის. ინფორმაციას გაზეთი lemonde ავრცელებს.

სია უკვე ცნობილია და მასში ვერ მოხვდა რუსეთი, ამერიკა და თურქეთი.

“დისკუსია ძალიან ხანგრძლივი იყო, თუმცა ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა, რომელიც წევრი ქვეყნების ელჩებს აერთიანებს, 26 ივნისის საღამოს შეთანხმებას მიაღწია” – ვკითხულობთ სტატიაში.

გამოცემის მიხედვით, ევროპა გაიხსნება შემდეგი ქვეყნებისთვის: ავსტრალია, კანადა, სამხრეთ კორეა, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ურუგვაი, მაგბრეთის სამი ქვეყანა (ალჟირი, მაროკო, ტუნისი), ბალკანეთის ორი ქვეყანა (მონტენეგრო, სერბეთი) და საქართველო.

გამონაკლისია ჩინეთი: ჩინელ მოგზაურებს შეუძლიათ ევროპაში შესვლა, მაგრამ იმ პირობით, რომ მათი ქვეყანაც მიიღებს ევროპელ სტუმრებს.

სიაში ცვლილებები მუდმივად, მისი დადასტურების გარეშეც შეიძლება შევიდეს, თუმცა იქ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხვდება შეერთებული შტატები, რუსეთი, ისრაელი, თურქეთი და საუდის არაბეთი, რადგან ევროკავშირი თვლის, რომ ამ ქვეყნებში კოვიდ 19-ის მიმდინარეობა საგანგაშოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები