LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გადმოულაგებიათ აქუს პიჯაკები, გამზარდიას პერანგები” – გიგი უგულავამ ზურა ჯაფარიძეს ეთერისთვის ტანსაცმელი ათხოვა

284
BeFunky-collage (1)

“გირჩი-მეტი თავისუფლების” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი კურიოზული სიტუაციის შესახებ წერს, რომელიც ზურაბ ჯაფარიძეს გადახდა ტელეკომპანია კავკასიაში სტუმრობისას.

ამბავი საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ გიგი უგულავამ ზურა ჯაფარიძეს ეთერისთვის ტანსაცმელი ათხოვა

“ჯაფარა მიდიოდა ნინო ჯანგირაშვილთან გადაცემაში. სკუტერით წასულა, გზაში გაუწვიმდა და სულ გალუმპული მივიდა ტელევიზიაში ? მირეკავს მიშველეო, მე Taso Tkeshelashvili -ს დავურეკე შველის თხოვნით.

გადმოულაგებიათ აქუს პიჯაკები, გამზარდიას პერანგები და ხდება თურმე ერთი ამბავი ;დდ

ბოლო სერიაში მხსნელად გიგი უგულავა მოგვევლინა, რომელსაც თან ჰქონია ტანსაცმელი და მეგობარ ოპოზიციონერს დახმარების ხელი გაუწოდა ??
Gigi Ugulava მადლობა გადარჩენილი ეთერისთვის ❤?? – წერს თეკლა დალაქიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები