LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაძვირდება, თუ არა პური – მწარმოებელთა დიდმა ნაწილმა დენის ტარიფის სუბსიდია ვერ მიიღო

58
puriiii

პურის მწარმოებელთა დიდ ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადი გაზრდილი ტარიფით მიუვიდა. „პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ბევრმა მსხვილმა წარმოებამ გაზრდილი ტარიფების სუბსიდია ვერ მიიღო, რადგან სათანადოდ არ იყო ინფორმირებული რეგისტრაციასთან დაკავშირებით. (შეგახსენებთ, მთავრობა საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის 50%-ს უსუბსიდირებს).

„11 თეთრით მოიმატა ელექტროენერგიის საფასურმა და სუბსიდიით პურის მწარმოებლებს დაახლოებით 5- თეთრიანი შეღავათი უნდა მიეღოთ. ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა პორტალი, მაგრამ სამწუხაროდ, სათანადო კომუნიკაცია არ შედგა, ამის შესახებ ბევრმა ვერ გაიგო, რომ განაცხადი იყო საჭირო სუბსიდიის მისაღებად. საკმაოდ ბევრი მსხვილი წარმოება ამაში ვერ მოხვდა“, – აღნიშნა დოლიძემ.

„პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე მიმართავს სემეკს, ეკონომიკის სამინისტროს, რომ ამ საკითხში დაეხმარონ. “პორტალმა სულ 14 დღე იმუშავა. გამოსავალი ისაა, რომ ეს პორტალი გაიხსნას, ყველას გავაგებინოთ, რომ ჩაერთოს“,- დასძინა მალხაზ დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები