LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაძვირებული ცხოვრება, ჩავარდნილი პროექტები და გაქცეული ინვესტორები – 2019 წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენები

233
ეკონომიკა

არც ერთ ჩვენგანს არ სჭირდება კვლევა და სტატისტიკა იმისთვის, რომ გაიგოს, რა მოხდა ქვეყნის ეკონომიკაში 2019 წელს. ამას ყველა ვგრძნობთ საკუთარ ჯიბეზე, რომელიც თვიდან თვემდე “მცირდება”.

ჩვენ გადავწყვიტეთ, კონკრეტული ფაქტების გახსენების გარდა, აზრი ეკონომისტისთვის გვეკითხა, რომელიც პროფესიონალის თვალით შეხედავდა მოვლენებს და 2020 წლის პროგნოზსაც გვეტყოდა.

ლარის უპრეცედენტო გაუფასურება

პირველი, რაც ყველა ეკონომისტს, ქუჩაში გამვლელს და ნებისმიერ ადამიანს გაახსენდება, ლარის გაუფასურებაა. ეროვნული ვალუტა ისე დაეცა, სპეციალისტებს კომენტარის გაკეთებაც კი უჭირდათ. როგორც “ფორტუნას” ეკონომისტმა ნიკოლოზ შენგელიამ უთხრა, ლარის მკვეთრი გაუფასურება წლის ბოლოს მცირედით გაჩერდა, რაც მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდას უკავშირდება. შენგელია ამბობს, რომ ამით კარგი არაფერი მომხდარა, რადგან 14%-მდე გაიზარდა იმ ადამიანების სესხებზე პროცენტი, ვისაც იპოთეკური სესხი ლარში აქვს აღებული. 

სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ზრდის - ვის, რამდენით გაუძვირდება სესხი

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 111400 სესხია გაცემული


საბანკო რეგულაციები

2019-მა წელმა თავი დაგვამახსოვრა საბანკო რეგულაციებით, რამაც ბიზნესკომპანიების მდგომარეობა გაართულა. შეუმცირა გაყიდვები, ამას მოჰყვა თანამშრომელთა სამსახურიდან გაშვება, ანუ გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა. ნიკოლოზ შენგელია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ წლის ბოლოს, ეროვნულმა ბანკმა, რეგულაციები შეარბილა, მაგრამ არსებულმა მკაცრმა მიდგომამ უკვე მოასწრო თავისი უარყოფითი გავლენის მოხდენა ბიზნესზე.

გაძვირებული ცხოვრება

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ფასების ზრდა მთავარი გამოწვევაა. მათი თქმით, ინფლაცია გაჩერდება თებერვლიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფასები შემცირდება. ყველაფერი დარჩება გაძვირებული. ამ დროისთვის სრულად 2019 წლის მონაცემები გვაქვს და თუ ნოემბერს გადავხედავთ, წლიური ინფლაციის დონემ 7.0 პროცენტი შეადგინა.

2019 წლის სამომხმარებლო კალათაში ყველაზე დიდი წილი სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს უჭირავს (30.8%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი 12.1% და ჯანმრთელობის დაცვა 8.0%. ცხადია, შედარებით დაბალი სოციალური ფენისთვის სურსათისა და ჯანდაცვის წილები კიდევ უფრო იზრდება, ამიტომ ამ ჯგუფებში შემავალ პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს ყველაზე მგრძნობიარედ აღიქვამს მოსახლეობა. 

პური, შაქარი, ხორცი, ზეთი და სხვა პროდუქტები ისევ გაძვირდა - რა ინფორმაციას აქვეყნებს "საქსტატი"

ინფლაციის მაჩვენებელმა 7% შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმუმია

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი – ამ ნაწილში ფასები გაიზარდა 13.4%-ით. თუმცა ჯგუფის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ცალკეულ პროდუქტებზე ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ლარის დევალვაცია იმპორტის დიდი წილის (იმპორტის 70,7%-იანი წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში) გამო იწვევს იმპორტირებული პროდუქტების გაძვირებას და შესაბამისად ისახება სამომხმარებლო ბაზარზე.

ანაკლიის პროექტის არდაწყება 

წლის მთავარი მოვლენად ეკონომისტები ანაკლიის პროექტის არდაწყებას ასახელებენ. მათი თქმით, ანაკლიის პროექტი პოლიტიკურის გარდა, დიდი ეკონოიკური მნიშვნელობისაა.

“დაახლოებით 11 მილიარდზეა საუბარი, რაც უნდა ჩაიდოს. ანუ თუ ეს პროექტები დაიძრა, ამას თუ ამერიკელი და დასავლელი პარტნიორები გააკეთებენ, ჩვენ კრიზიდან გამოვალთ. მე ვსაუბრობ კრიზისზე, რომელიც 2021 წლამდე გველოდება”, – ამბობს ნიკოლოზ შენგელია. 

ეკონომისტები ამბობენ, რომ ინვესტორების შემოსვლა მნიშვნელოვანია, თუმცა ისინი ჯერჯერობით თავს იკავებენ. მიზეზი ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური გარემო და სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებია. “ინვესტორები სანამ არ შემოვლენ, მანამდე ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით”, – აცხადებენ ეკონომისტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები