LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერო საქართველოს პანდემიაზე რეაგირებისთვის 1 მილიონ დოლარს გამოუყოფს

287
12gaero

გაერო COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ინფორამციით, საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებიც გაეროს COVID-19-თან (კორონავირუსთან) რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდის დაფინანსებით ისარგებლებენ,  პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად.

“აღნიშნული დახმარება საქართველოში გაეროს პანდემიასთან ბრძოლის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ამ რთულ კრიზისთან გამკლავებაში. პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან გაერო ეხმარება საქართველოს მთავრობას COVID-19-თან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებების სწრაფ შეფასებასა და მოგვარებაში და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების (ქალები, ბავშვები, ხანდაზმულები, ლტოლვილები, მიგრანტები და სხვ.) პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგებისგან დაცვაში,“ – ნათქვამია საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები