LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თემაზე „ქალები თანასწორი ბიზნესისთვის“ PechaKucha ღონისძიება გაიმართება

63
1

“ქალები თანასწორი ბიზნესისთვის” – სწორედ ამ თემას ეძღვნება ღონისძიება, რომელიც მსოფლიოში პოპულარული პლატფორმის, PechaKucha Nights-ის ფორმატში ხვალ გაიმართება.

პლატფორმა PechaKucha Nights არაფორმალურ გამოსვლებს აერთიანებს და თბილისში უკვე მეთოთხმეტედ ტარდება. პროგრამის ფარგლებში ხვალ, 18:00 საათზე, სასტუმრო “სტამბაში” ახალგაზრდა მეწარმე ქალები საკუთარ გამოცდილებას აუდიტორიას გაუზიარებენ.

ღონისძიებაში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება, 6 ქართველი მეწარმე ქალი მონაწილეობს.

ორგანიზაციის განცხადებით, თითოეული მათგანი საკუთარ 6-წუთიან პრეზენტაციაში, საქმიანობის წარდგენასთან ერთად, სტუმრებს უამბობს, თუ რატომ არის თემა “ქალები თანასწორი ბიზნესისთვის” მნიშვნელოვანი, აქტუალური, საინტერესო და შთამაგონებელი. აღსანიშნავია, რომ მონაწილეების უმეტესობამ ბიზნესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მხარდაჭერით დაიწყო ან განავითარა.

“PechaKucha Nights არის პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ინოვატორები, მეწარმეები და ცვლილებების ინიციატორები აუდიტორიას საკუთარ იდეებზე, პროექტებსა და ნამუშევრებზე უყვებიან. იგი ტოკიოში, 2003 წელს, ახალგაზრდა დიზაინერებმა წამოიწყეს და დღეს უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში იმართება. ღონისძიების ფორმატი მონაწილეებისგან 20 ვიზუალისგან შემდგარი პრეზენტაციის წარდგენას ითვალისწინებს, თითოეულზე სასაუბროდ კი მათ მხოლოდ 20 წამი აქვთ.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში PechaKucha Nights 2018 წლიდან ტარდება.

ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2017 წლიდან მუშაობს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს საქმიანობა ბიზნესის დაწყებისა და სტარტაპების წახალისებას, მეწარმეობის განვითარებას, შესაბამისი ცოდნისა და უნარების გაძლიერებას, მცირე გრანტების გაცემასა და სხვა ინიციატივებს მოიცავს და PechaKucha Nights-ის მხარდაჭერაც სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილია.

პოპულალურები