LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერთიანებულ სამეფოში, თვის ბოლომდე, შესაძლოა „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 1 მილიონამდე შემთხვევა გამოვლინდეს – ჯანდაცვის მინისტრი

77
საჯიდ

ბრიტანეთის გადაწყვეტილება, დაწესდეს შეზღუდვები კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად, სავარაუდოდ, უფრო მკაცრი კონტროლის დაწესების საჭიროებას აგვაცილებს თავიდან, – ამის შესახებ the Guardian წერს.

ამ განცხადებით გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი საჯიდ ჯავიდი ინგლისში კოვიდშეზღუდვების გამკაცრებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ომიკრონ“ ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა შესწავლილი ვარიანტი და გაერთიანებულ სამეფოში თვის ბოლომდე შესაძლოა ინფიცირების 1 მილიონი შემთხვევა გამოვლინდეს.

„იმედი მაქვს, ადამიანების უმეტესობა გააცნობიერებს, რომ გადამწყვეტი ქმედებების ახლა განხორციელებით, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ პოტენციური ქმედება მომავალში”, – განაცხადა ჯავიდმა.

ამასთან, მან უპასუხა შეკითხვას, განიხილავდა თუ არა მთავრობა სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას.

„არა. ვფიქრობ, ეთიკურად არასწორია. ასევე, ძალიან პრაქტიკულ დონეზე, ეს უბრალოდ არ იმუშავებს. ვაქცინაციის მიღება დადებითი გადაწყვეტილება უნდა იყოს,“- აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ინგლისში კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები გაამკაცრა.

შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებმა, შეძლებისდაგვარად, შინიდან უნდა იმუშაონ, საზოგადოებრივ ადგილებში პირბადეები გამოიყენონ, გარკვეულ დაწესებულებებში, მათ ღამის კლუბებში, შესვლისას კი კოვიდ საშვები წარადგინონ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კოვიდშეზღუდვებს დაუბრუნდა დანიაც, რომელიც სექტემბერში პირბადეებსაც დაემშვიდობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები