LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ფავორიტი ქართული ღვინო და 2-საუკუნოვანი ღვინის მარანი

1096
91841007-2266649066971551-1644509137591074816-o

„ბეროზას ღვინით“ ჯერ კიდევ 2008 წელს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი დაინტერესდა. როგორც ცნობილია, სწორედ ამ წელს სტუმრობდა ჯო ბაიდენი საქართველოს. მან საპრეზიდენტო ტრიბუნიდან საქართველოს სადღეგრძელოს შესასმელად „ბეროზას ღვინო“ შეარჩია და რქაწითელი, ქვევრის თეთრი მშრალი ღვინო შესვლა. ამის შემდეგ, ამ ღვინოს ხუმრობით“ბაიდენურიც“ შეარქვეს.

როგორც „ფორტუნას“ ღვინის მარნის მფლობელები უყვებიან, “ბეროზას ღვინო” მდებარეობს კახეთის უძველეს სოფელ ველისციხეში მცხოვრებ სანდრო (კაჭია) ავალიშვილის ფუძეზე. მისი ისტორია ორ საუკუნეზე მეტს ითვლის, შესანიშნავად აქვს შენარჩუნებული პირვანდელი სახე. მარანში არსებული ქვევრები 30 ტონა ყურძენს იტევს.

„მეღვინეობის ტრადიცია ბეროზაშვილ-ავალიშვილების ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა და პროფესიულად იხვეწება და ვითარდება. ყოველ შემოდგომაზე იწურება რამდენიმე ჯიშის ყურძენი (მწვანე, რქაწითელი, ხიხვი, ქისი და საფერავი) და მზადდება საუკეთესო ხარისხის, როგორც თეთრი ასევე წითელი ღვინო, მეღვინე ზურაბ ბეროზაშვილის მიერ“, – აცხადებენ „ბეროზას ღვინის“ მფლობელები.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი ბაზრის გარდა, „ბეროზას ღვინო“ საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მისი ექსპორტი აშშ-სა და გერმანიაში ხორციელდება, თუმცა ეს პროცესი, covid 19-ის ეპიდემიის გამო, დროებით შეჩერებულია და მარნის მფლობელები საზღვრების გახსნას ელოდებიან.

რაც შეეხება ჯილდოებს და საერთაშორისო აღიარებას:

2020 წლის 14-16 თებერვალს გერმანიაში, კერძოდ ბერლინში, გაიმართა საეთაშორისო ღვინის გამოფენა-ფესტივალი, სადაც წარდგენილი იყო „ბეროზას ღვინო“: ხიხვი- ქვევრის თეთრი მშრალი, მწვანე- კლასიკური თეთრი მშრალი და საფერავი- ქვევრის წითელი მშრალი. სამივე ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა და ფესტივალის ონლაინ კატალოგში შევიდა, როგორც საუკეთესო ღვინო.

ასევე, 2020 წელს „ბეროზას ღვინო“’: რქაწითელი- ქვევრის თეთრი მშრალი, მწვანე-კლასიკური თეთრი მშრალი, ხიხვი- ქვევრის თეთრი მშრალი და საფერავი-წითელი ქვევრის მშრალი ღვინო გაიგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ მინესოტაში. 7 მარტს ჩატარდა წარდგენა-დეგუსტაცია, სადაც მოწვეულები იყვნენ რესტორატორები, დეგუსტატორები, სომელიეები, ბაიერები. წარდგენილმა ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

2019 წლის მაისში, პირველად საქართველოში, დაიწყო პროდუქციისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება. ერთ-ერთ ყველაზე პირველს ქართულ მეღვინეობაში – სწორედ „ბეროზას ღვინოს“ რქაწითელს -ქვევრის თეთრი მშრალი, მწვანე-კლასიკური თეთრი მშრალი, ხიხვი- ქვევრის თეთრი მშრალი და საფერავს-ქვევრის წითელ მშრალ ღვინოს მიენიჭა ხარისხის ნიშანი „ქართული ხარისხი“, ხოლო საფერავს- წითელი ტკბილი შემაგრებულს და ხიხვი-თეთრი ტკბილი შემაგრებულულს, მიენიჭა ხარისხის ნიშანი „ ტრადიციული პროდუქტი“, რაც ნიშნავს საკუთარი ტექნოლოგიით დამზადებულ პროდუქტს, რომელსაც ოჯახი სულ მცირე 30 წლის განმავლობაში აწარმოებს.

2019 წელს ჩატარებულ ქვევრის ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე „ბეროზას ღვინოს“: რქაწითელმა, ხიხვმა და საფერავმა მიიღო ბრინჯაოს მედლები.

2018 წელს თელავში კულტურის პალატამ ჩაატარა პიველი ჭაჭის ფესტივალი, სადაც „ბეროზას ღვინოს“ ჭაჭამ და ბრენდმა აიღო ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები.

2017 წელს ასოციაცია „ქართულმა ღვინომ“ ჩაატარა ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო ფესტივალი, სადაც „ბეროზას ღვინოს“ ქვევრის მშრალმა საფერავმა აიღო ოქროს მედალი.

2015 წელს ბულგარეთში ჩატარებულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე, წითელმა ნახევრად ტკბილმა საფერავმა „ბეროზას ღვინომ“ მიიღო უმაღლესი ხარისხის დიპლომი, 18 ქვეყნის წარდგენილ ნიმუშებს შორის.

2009 წელს ჩატარდა პირველი ფესტივალი, სახელწოდებით -“საქართველოს საუკეთესო ოჯახური ღვინო“ – „ბეროზას ღვინოს“ რქაწითელი, ქვევრის თეთრმა ღვინომ მიიღო უმაღლესი შეფასება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები