LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით ძაღლი, რომელიც პატრონის გამოჯანმრთელებას კლინიკის კართან რამდენიმე დღე ელოდა (ვიდეო)

189
ძაღლი (1)

ერთგულმა ძაღლმა რამდენიმე დღე იმ საავადმყოფოს კართან გაატარა, სადაც მისი პატრონი მკურნალობდა. ამის შესახებ abcnews წერს.   შემთხვევა თურქეთში მოხდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მას შემდეგ რაც მამაკაცი კლინიკაში დააწვინეს, მან საავადმყოფოში ყოველდღიური ვიზიტები დაიწყო.

სამედიცინო ცენტრის წარმომადგებელი ამბობს, რომ ძაღლი დილის 9-დან უკვე კართან იყო, შიგნით არ შედიოდა და არც არავის აწუხებდა.

ბოლოს, როგორც იქნა მისი პატრონი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გამოწერეს. ვიდეოში ჩანს, როგორი გახარებულია ძაღლი და როგორ გამოხატავს ამ სიხარულს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები