LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით ფორესტი, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჟირაფი

225
gnsrecordsjr

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჟირაფი გინესის რეკორდსმენი გახდა. ფორესტი ავსტრალიაში ცხოვრობს და მისი სიმაღლე 5 მეტრი და 70 სანტიმეტრია.

12 წლის ჟირაფის გასაზომად გინესის წიგნის წარმომადგენლებმა სპეციალური აღჭურვილობა დაამზადეს და ამ პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდა. მთელი ეს დრო სპეციალისტებმა ცხოველისთვის კომფორტის შესაქმნელად დახარჯეს.

ფორესტი ოკლენდის ზოოპარკში დაიბადა, 2007 წელს ახალ ზელანდიაში გადავიდა, შემდეგ კი ავსტრალიაში დასახლდა. ზოოპარკში ის ყველას ძალიან უყვარს და მისთვის განსაკუთრებული გარემო აქვთ შექმნილი.

„ჩვენი საყვარელი ფორესტი გინესის რეკორდების წიგნში ოფიციალურად მოხვდა, ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჟირაფია. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, ფორესტი ამას ნამდვილად იმსახურებს, მას ხომ ყველაზე კეთილი გული აქვს“, – განაცხადა ზოოპარკის ერთ–ერთმა თანამშრომელმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები