LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით ქართული საწარმო, რომელიც სამედიცინო ხალათებსა და კომბინიზონებს კერავს – ის, რაც დღეს ძალიან გვჭირდება (ფოტოები)

347
91647898-2913305888759051-3308214777540509696-o

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამედიცინო ხალათებისა და კომბინიზონების მწარმოებელ საწარმო „დოქტორ გუდსს“ ესტუმრა.

მინისტრი ადგილზე გაეცნო საოპერაციო ნაკრების, ქირურგიული ხალათებისა და კომბინიზონების წარმოების პროცესს.

ნათია თურნავას განცხადებით, საწარმომ რამდენიმე თვის წინ სახელმწიფოს დახმარებით დაიწყო ფუნქციონირება და მისასალმებელია, რომ მათი თანამშრომლებს რაოდენობა 5-დან 70-მდე გაიზარდა.

„დღეს ვიმყოფებით ქართულ საწარმოში, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა სამედიცინო დაცვის საშუალებებს, სამედიცინო-ქირურგიულ ხალათებს, სამედიცინო დაცვის კომბინიზონებს – ეს არის ის ნაწარმი, რომელიც დღეს, კორონავირუსის გავრცელებისგან პრევენციის ფარგლებში, ძალიან ესაჭიროება საქართველოს, ქართულ ბიზნესს, იმ ადამიანებს, ვინც საჯარო სექტორშია დასაქმებული, იმათ, ვინც საკარანტინო სივრცეში მუშაობს და აქვს შეხება მაღალი რისკის მქონე პირებთან. აქედან გამომდინარე, ყველანაირად გვერდში ვუდგავართ საწარმოს, რომელიც ექვსი თვეა რაც ფუნქციონირებს და მუშაობა ხუთი ადამიანით დაიწყო, თუმცა დღეს 70-ზე მეტ ადამიანს ასაქმებენ. რაც მთავარია, საწარმო სანიმუშოდ ასრულებს უსაფრთხოების ყველა წესს და ეხმარება დანარჩენ ბიზნესს, თავადაც აღიჭურვონ უსაფრთხო მუშაობისთვის საჭირო პროდუქციით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საწარმო „დოქტორ გუდში 2019 წლის სექტემბერში დაფუძნდა სტარტაპ საქართველოს და საპარტნიორო ფონდის კონტრიბუციით. რამდენიმე კვირის წინ კი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით „თიბისი ბანკის“ სესხი მიიღო წარმოების გასაფართოვებლად. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ დამატებით 32 საკერავი მანქანა შეიძინა, რაშიც 60 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. საწარმო დღე-ღამეში 10 ათასამდე ხალათსა და 2 ათასამდე სამედიცინო კომბინიზონს აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები