LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიგეთ, რომელია მაღალნაზღაურებადი პროფესია საქართველოსა და მსოფლიოში, რომელსაც კორონავირუსი ხელს ვერ შეუშლის

222
graduation-liftedbydata-slide-271e09a2737b0ad490a15c1be7fb62c67837ed63-s80-x9Hf88O

ავიამენეჯმენტი საკმაოდ მაღალნაზღაურებადი პროფესიაა, რომელსაც ვერც კორონავირუსი შეუშლის ხელს და ვერც სხვა მოკლევადიანი გამოწვევები!” – ამის შესახებ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია აცხადებს. ის საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტისა და ფინანსების მიმართულებების უპირატესობებზე საუბრობს.

„საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი (Aviation Management), ჩვეულებრივი მენეჯმენტისაგან განსხვავებით, უნიკალური და ერთადერთია ქართულ ბაზარზე. ამ პროფესიის დაუფლება, საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ საავიაციო უნივერსიტეტში არის შესაძლებლებელი. მოცემული პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან: ავიაკომპანიების ფინანსურ ანალიზს, ავიაბიზნესსა და გლობალურ ავიაკომპანიებს, საერთაშორისო საჰაერო სამართალს, აეროპორტების მარკეტინგს, მენეჯმენტს და მრავალ სხვა მნიშვნელოვან საკითხს ავიამენეჯმენტიდან.

პროგრამა აგებულია მსოფლიოს წამყვანი ევროპული და ამერიკული ავიამენეჯმენტის პროგრამების ბაზაზე და ისწავლება საქართველოში დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ, რომელთან უმრავლესობა თავად გახლავთ დამსაქმებელი, მათ შორის არიან ავიაკომპანიებიც და სახელმწიფო ინსტიტუტებიც.

გავცლით პროგრამებს რაც შეეხება, გვაქვს მოლაპარაკები ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტებთან, ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებაზე და სტუდენტების გაცვლაზე, რაც ჩვენს კურსდამთავრებულებს დამატებით შესაძლებლობებს შემატებს“, – ამბობს ჭარაია და იქვე დასძენს, რომ ავიამენეჯმენტი საკმაოდ მაღალნაზღაურებადი პროფესიაა, რომელსაც ვერც კორონავირუსი შეუშლის ხელს და ვერც სხვა მოკლევადიანი გამოწვევები. აღნიშნული მიმართულებით მუდამ კადრების დეფიციტია, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები