LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიგეთ ვინ მოიწყინა 2020 წელს, ადამიანების გარდა

125
სტატიის-ქავერი-715x400

2020 წლის ბოლოა და ჩვენ კვლავ სახლებში ვართ გამოკეტილები. დისტანციური მუშაობა, დისტანციური გაკვეთილები, დისტანციური შოპინგი, დისტანციური წვეულებები – ერთი წელია, რაც ჩვენი ყოველდღიურობა სრულიად შეიცვალა. და აი, როდესაც წლის ყველაზე, ყველაზე ჯადოსნური პერიოდი მოახლოვდა, ლამისაა სიხარული სევდამ დაჯაბნოს.

თუმცა, მხოლოდ ჩვენ არ მოგვიწყენია. ნუ ვიქნებით ეგოისტები და გავიხსენოთ, კიდევ ვის ან რას შეიძლება მოწყენის მიზეზი ჰქონოდა.

მაღაზიების ვიტრინები

როგორც წესი, წლის ამ მონაკვეთში მსოფლიოში ძალიან ცოტა წერტილს თუ იპოვიდით, სადაც ყველა ქუჩაზე არსებული ყველა მაღაზიის ვიტრინა საშობაოდ არ იყო მორთულ-მოკაზმული. დღეს კი მათი სრული უმრავლესობა ჩამქვრალი, წინასაახალწლო ალიაქოთისთვის სრულიად შეუსაბამო და სადაა. განა რა აზრი ჰქონდა საშობაო დეკორაციებით ვიტრინების აბრჭყვიალებას, როცა ამ ამბის მთავარი გმირები, ადამიანები, სახლში არიან გამოკეტილნი.

ასე რომ, ვიტრინები, რომლებისთვისაც შემოდგომობით მზადდებოდა ხოლმე საშობაო დიზაინის სტიკერები საახალწლო ფასდაკლებებით, ახლა ცარიელია.

სავაჭრო ცენტრები

გასულ წელს სოციალურ ქსელებში უამრავი სახალისო მიმი ვრცელდებოდა იმის თაობაზე, თუ როგორ მოსწყინდათ ალბათ კონსულტანტებს 24 საათის განმავლობაში საშობაო სიმღერების დაუსრულებელი ფლეილისტის მოსმენა და იმის შესახებ, თუ როგორი მომაბეზრებელი შეიძლება იყოს მათთვის საშობაო ფორმებში გამოწყობა. ერთი წლის შემდეგ კი აღნიშნული მიმების ნახვა მხოლოდ სევდიან ღიმილს თუ მოგვგვრის, რადგან ვეღარც მოლებში დადგმულ დიდ ნაძვისხეებს ვხედავთ და ვეღარც სავაჭრო ცენტრების წინ, უსაქმოდ მდგარ ურიკებს, რომლებსაც შემდეგ მზრუნველი კონსულტანტები თავთავიანთ ადგილებზე დააბრუნებდნენ ხოლმე სხვა მომხმარებლებისათვის.

საჩუქრები

ნივთები, რომლებიც წესით ვიღაცების საოცნებო საჩუქრები უნდა ყოფილიყვნენ, ახლა უსაქმოდ აწყვია მაღაზიების დახლებზე. ათასნაირი სათამაშო, თუ თვალისმომჭრელი სამკაული ხელუხლებლად დევს თაროებზე და აღარც კოხტად დაწყობილ ტანსაცმელს ურევს ვინმე.

ტექნიკა

საოჯახო ტექნიკა, რომელსაც საახალწლო სუფრა უნდა მოემზადებინა, ახლა ყუთებშია შეფუთული და მაღაზიების საწყობებში აწყვია.თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, საახალწლო სამზადისი მაინც აქტიურად მიმდინარეობს. ახლა უკვე ონლაინში, 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღეა შესაძლებელია ტექნიკის შეკვეთა.

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ელფები ზრუნავენ იმაზე, რომ დახლებზე შეფუთულმა ტექნიკამ არ მოიწყინოს და ყველა მომხმარებელი დროულად დასაჩუქრდეს. მით უმეტეს, რომ მიწოდება თბილისის მასშტაბით ნებისმიერი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში უფასოა!

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები