LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიზრდება თუ არა სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ტარიფი?

201
241000526

„თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ასანიძემ პრესკონფერენციაზე კომპანიაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მიკროავტობუსების საკითხს პასუხისმგებლობით ეკიდებიან, თუმცა კომპანიას სხვადასხვა სახის ზარალი მიადგა. ასანიძის თქმით, საჭიროა მგზავრობის ტარიფი გადაიხედოს. კომპანიის დირექტორის განცხადებით, ახალი ავტობუსების გამოჩენამ მათ მგზავრები მოაკლო, რამაც პრობლემები წარმოშვა.

“მიკროავტობუსები ამორტიზირებულია. ვგეგმავდით, რომ 2018 წელს გამოგვეცვალა ყველა მანქანა, მაგრამ ლარის გაუფასურების გამო, რომელმაც 50 მილიონი ლარის ზარალი მოგვაყენა, ავტოპარკის განახლება ვერ მოხერხდა. ამასთან, დაახლოებით 100%-ით გაძვირდა საწვავი. 2011 წლის და დღევანდელი ფასები, რომ შევადაროთ, ყველაფერზე ფასი გაორმაგებულია, გარდა ჩვენი მგზავრობისა.

ზოგადად, არც საქალაქო ავტობუსები არ გაძვირებულა, მაგრამ საქალაქო ტრანსპორტი არის სუბსიდირებაზე, დოტაციაზე მერიის მხრიდან და დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტიდან გაიზარდა დოტაციის თანხები. ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი მგზავრობის საფასურიდან შემოსული ფულია.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც ოპერირება დავიწყეთ, გათვლა იყო, რომ მძღოლს 40 ლარი უნდა დარჩენოდა დღეში ხელზე, რაც მაშინ ნორმალურ თანხად ითვლებოდა. დღეს კი უკვე მცირეა. ავტობუსების მძღოლებს მეტი ხელფასი აქვთ, ვიდრე ჩვენი მიკროავტობუსების მძღოლებს, ამიტომ ბევრი მძღოლი ტოვებს სამსახურს.

საშინელ მდგომარეობაშია, ზოგს ძირი აქვს გავარდნილი – კალაძე მიკროავტობუსების ჩანაცვლებას გეგმავს (ვიდეო)

კარგად ვხედავთ, რომ მიკროავტობუსები ამორტიზირდა, გამოცვლას მოითხოვს, მგზავრობა არაკომფორტულია, არის პრობლემა გამონაბოლქვის კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიკროავტობუსს ტექინსპექტირება აქვს გავლილი, ხდება, რომ ტექნიკური დათვალიერება შეიძლება გაიაროს და მერე ცუდი საწვავის გამო ბოლავდეს. საკითხს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. თუ ეს პრობლემები ტარიფში აისახება, შევძლებთ, რომ მომსახურება იმ დონეზე ავიყვანოთ, რომ ახალ ავტობუსებს არ ჩამოვრჩეთ, ის პრობლემები, რაც კონდიცირებას, გამონაბოლქვს თუ სხვა საკითხებს ეხება, გამოსწორდეს. გამოსავალს იმაში ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი მგზავრობის ფასში აისახოს“, – აღნიშნა დავით ასანიძემ.

„თბილისის მიკროავტობუსის“ დირექტორის განცხადებით, თბილისს ამჟამად 1500 მიკროავტობუსი ემსახურება, რომლის ერთ წელიწადში ჩანაცვლება რთული იქნება. თუმცა ტარიფის ცვლილების შემთხვევაში, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, ავტოპარკი გონივრულ ვადებში განაახლონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები