LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახადე შენი მოგზაურობა უსაფრთხო – ქართული ავიაკომპანია მგზავრებს მიმართავს (ვიდეო)

96
43288396-556050958175406-6681991921616814080-o

„გახადე შენი მოგზაურობა უსაფრთხო!“ – ამ სათაურით ქართული ავიაკომპანია Myway Airlines ვიდეორგოლს ავრცელებს, სადაც საკუთარ მგზავრებს მიმართავს და ინფორმაციას აწვდის COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებზე, რომელთა დაცვაც ყველასთვის სავალდებულოა.

„დიდი დრო გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან. მთელი ამ დროის განმავლობაში, ვფიქრობდით იმ დღეზე, როდესაც ისევ შევძლებდით თქვენთან ერთად ფრენას.  ვმუშაობდით, რომ კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული გაგვეხადა თქვენი მგზავრობა, რადგან მსოფლიოში შექმნილმა ახალმა რეალობამ, სამყაროსთან ერთად მოგზაურობის წესებიც შეცვალა“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში და კიდევ ერთხელ აცნობენ მომავალ მგზავრებს ყველა იმ წესს, რომელთა დაცვაც აეროპორტში, თუ ბორტზე მოუწევთ.

https://www.facebook.com/MywayAirlines/videos/336401137391255/?epa=SEARCH_BOX

 

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე Myway Airlines ჩარტერულ ფრენებს ასრულებს. რაც შეეხება საქართველოს ცის გახსნას რეგულარული ფრენებისთვის, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა მოქმედებს 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით (31.07.20). აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აგვისტოდან განახლდება რეგულარული ფრენები: მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით, რომელთაც, შესაბამისად, ავიაკომპანიები: „ლუფტჰანზა“, „ეარ ფრანსი“ და „ეარ ბალტიკი“ შეასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები