LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია არის „ქართული ოცნების“ თვალსაჩინო წარმომადგენელი და პასუხისმგებელია ყველა დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე: ბადრი ჯაფარიძე

45
ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის აზრით, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი თქმით, ის იყო პრემიერი და პასუხისმგებელია ყველა დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე, რომელიც  „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული.

ამ განცხადებით ჯაფარიძე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა – მონაწილეობა მიიღოს თბილისის მერის არჩევნებში.

ჯაფარიძე შეფასებით მმართველი გუნდისა და გახარიას ურთიერთბრალდებები, მათი სავიზიტო ბარათია და შეუძლებელია იმის გარჩევა, ამჯერად ვინ იტყუება.

„გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ თვალსაჩინო წარმომადგენელი, ის იყო „ქართული ოცნების“ პრემიერ- მინისტრი, შესაბამისად, პასუხისმგებელია ყველა დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ იმ პერიოდში აქვს მიღებული, როცა ის „ოცნების“ წარჩინებული თანამდებობის პირი იყო.

საერთოდ, „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირები გამოირჩევიან ტყუილებით და ტყუილები არის მათთვის სავიზიტო ბარათი, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი დღევანდელს ბრალს სდებს თუ პირიქით, არ აქვს მნიშვნელობა, ჩემთვის ორივე ერთი წყაროდან არიან წარმოშობილი.

რომელი ამბობს ტყუილს, ამის გარჩევა შეუძლებელია. „ქართული ოცნების“ როგორც არსებული, ისე ყოფილი ლიდერებისთვის ტყუილი არის ცხოვრების წესი, შესაბამისად, მათი ურთიერთბრალდებების შეფასება ჩემთვის საინტერესო არ არის.

რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგს ველოდებით, ველოდებით, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება მწარედ, ოპოზიციური პარტიები კი, ამომრჩევლის მხრიდან, მძლავრ მხარდაჭერას მიიღებენ,“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები