LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: ღარიბაშვილის წერილი იმის მტკიცებულებაა, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება

161
უსათაურო დიზაინი (5)

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ეხმიანება.

ღარიბაშვილის წერილი ფონ დერ ლაიენს: გთხოვთ, გაემიჯნოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას

როგორც გახარია სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, ღარიბაშვილის წერილი არის დასტური, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება:

“პრემიერ ღარიბაშვილის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტისადმი არის მტკიცებულება, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება.

მე მჯერა, რომ ევროკომისია გვერდში დაუდგება საქართველოს ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობაში, იმისათვის, რომ დასრულდეს არაფორმალური მმართველობა და საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი”, – აღნიშნულია გახარიას “ტვიტში”.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიას მოუწოდებს, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ევროპარლამენტის რეზოლუციაში გამოთქმულ „უსაფუძვლო ბრალდებებზე“ და ასევე, გაემიჯნოს კომისიის შეფასებით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამის შესახებ პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპარლამენტის რეზოლუციის მიმართ ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა, რათა ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს. რაც შეეხება კომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს, პრემიერი ამბობს, რომ ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის.

იან კელი: ღარიბაშვილის პრიორიტეტი ქვეყნის ინტერესებზე წინ, ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ინტერესების დაყენებაა

კობახიძე: პოლიტიკური ძალები ცდილობენ,​ დეოლიგარქიზაციაზე ჩანაწერი ივანიშვილს დაუკავშირონ – მნიშვნელოვანია ევროკომისიის მხრიდან სიცხადის შეტანა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები