LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ თუ არა კირკიტაძის ბოდიშს

156
d99a819c07d1ea6dcaa816fd0fb9ff28

ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ თუ არა დავით კირკიტაძის ბოდიშს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ერთმნიშვნელოვნად მივესალმები იმას, თუ ბატონმა კირკიტაძემ პოლიციელს მოუხადა ბოდიში. ვიღებ თუ არა მე პირადად ამ ბოდიშს, არ მინახავს, უნდა ვნახო და ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ თუ არა ასეთ ბოდიშს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. როგორც კირკიტაძემ განაცხადა, ის პატივს სცემს პოლიციის ინსტიტუტს.

დავით კირკიტაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

კირკიტაძეს სასამართლომ ორწლიანი პირობითი სასჯელი დააკისრა.

დაცვისა და ბრალდების მხარე საპროცესო გარიგებაზე შეთანხმდნენ და მოსამართლემ დავით კირკიტაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. შეგახსნებეთ, კირკიტაძეს პოლიციელზე თავდასხმას, შეურაცხოფასა და ქონების დაზიანებას ედავებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები