LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: საქართველოს 2021 წლიდან ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება

103
financial symbols coming from hand

პრემიერის თქმით, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აუცილებლად უნდა შევუნარჩუნოთ ჩვენს ეკონომიკას.

როგორც გიორგი გახარია განმარტავს, საქართველოს 2021 წლიდან სტრუქტურული რეფორმების განხორციელებით, ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება.

„ამ ბოლო დღეებში გვქონდა ძალიან მჭიდრო მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა სტრუქტურული რეფორმების იმ გეგმას, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ იმისთვის, რომ 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკის აღდგენა სწრაფი და ეფექტური ტემპით დაიწყოს. ასევე, შეფასებებით ნათელია, რომ საქართველოს, 2021 წლიდან იმ სტრუქტურული რეფორმების განხორციელებით, ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, განსაკუთრებით პოსტკრიზისულ ეკონომიკაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნიან ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ევროპული ამბიციები რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზას იწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები