LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გახარიას სურათის დალაიქება ბევრად თუ არ ჯობდეს გვარამიას სტატუსის მოწონებას – ლიზი იმნაძე

5589
imnaze

ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას სელფის გარშემო ინტერესი არ ცხრება.

რამდენიმე დღეში მან რეკორდულად  ბევრი ლაიქი დააგროვა.

19 თებერვალს გადაღებულ სელფს ამ დროისთვის 203 ათასი მოწონება აქვს.

თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც გახარიას პოლიტიკური წარსული არ მოსწონს და „ლაიქერების არმიას“, აკრიტიკებს.

მათ საპასუხოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ქალიშვილი, ლიზი იმნაძე წერს:

„გახარიას სურათის დალაიქება ბევრად თუ არ ჯობდეს გვარამიას სტატუსის მოწონებას“.- ვკითხულობთ იმნაძის კომენტარში.

ყოფილ პრემიერს ლაიქებისა და დადებითი კომენტარების გარდა, სიმღერებსაც უძღვნიან. მათ შორისაა, მომღერალი ზურა მანჯავიძე.

ვიდეო: ხალხს ჯერ თავი შეგვაყვარე, მერე მიწა მოგვაყარე, წახვედი და მიგვატოვე, მხოლოდ სელფი დაგვიტოვე – მანჯავიძემ გახარიას სიმღერა მიუძღვნა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები