LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახდება თუ არა პირბადის გამოყენება სავალდებულო: რას ამბობს თამარ გაბუნია

743
BeFunky-collage (3)

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საუბარი არ არის.

როგორც მან განაცხადა, ამ ეტაპზე ეპიდვითარება მართვადია, შემთხვევები იმატებს, თუმცა უმრავლესობა იმართება ბინაზე.

„ეპიდემიურ სურათს უნდა დავაკვირდეთ და გამომდინარე ეპიდემიური რისკებიდან, დამატებითი გადაწყვეტილებები როგორც აქამდე იყო, შესაბამისად მიიღება. ჯერჯერობით სიტუაცია არის მართვადი. შემთხვევები იმატებს, თუმცა უმრავლესობა იმართება ბინაზე, ამბულატორიულად. ანტივირუსული მედიკამენტი გვაქვს, რომელსაც გამოვიყენებთ. ამდენად, პირბადე რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, თუ არის ხალხმრავალ სივრცეში ადამიანი, თუმცა სავალდებულო წესით ჯერჯერობით საუბარი არ არის“, – განაცხადა გაბუნიამ „ინტერპრესნიუსთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები