LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახმაურებული მკვლელობისთვის ძებნილი ბრიტანელი ჯეკ შეპარდი თბილისში პოლიციას ჩაბარდა

4E97A26000000578-0-image-m-4_1532621048334

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ბრიტანულ პოლიციასთან ერთად ძებნილის ადგილმდებარეობის დადგენაზე მუშაობს. ჯეკ შეპარდი მდინარე ტემზაზე ჩქაროსნულ ნავზე მეგობარი გოგოს მკვლელობაშია ბრალდებული.

31 წლის შეფარდს 2018 წლის ივლისში 24 წლის შარლოტა ბრაუნის მკვლელობისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსჯავრდებული სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, რადგან 2018 წლის მარტში დიდი ბრიტანეთი დატოვა. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ჯეკ შეპარდი საქართველოს დედაქალაქ თბილისში დააფიქსირეს, – წერს BBC.

აღმოჩნდა, რომ ჯეკ შეპარდი საქართველოში იყო და ის დღეს თბილისში პოლიციას ჩაბარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები