LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახსენით ფრენები… ნუ ჩაგვკეტავთ – ემიგრანტების სახელით აქცია დაანონსდა

123
Airplane in isolation quarantine under glass bowl, minimal creative global travel problems during corona virus pandemic.

“ფეისბუქზე” ჯგუფში “მოგზაურთა კლუბი” 5 ივლისს კანცელარიასთან აქცია დაანონსდა. როგორც ჯგუფში წერენ, აქცია, კორონავირუსული პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრების მიღმა დარჩენილი ემიგრანტებისა და წამსვლელი ემიგრანტების მხარდასაჭერი იქნება.

“მეგობრებო! შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე 2020წლის 15 მარტს დაკეტილი საზღვრების მიღმა დარჩენილი ემიგრანტების და წამსვლელი ემიგრანტების სახელით ჯგუფი ,,გახსენით ფრენები კვირას, 5 ივლის, 6 საათზე კანცელარის წინ მართავს აქცია. შემოგვიერთდით გვჭირდება ყველას თანადგომა ჩვენ თქვენ გელოდებით კვირას 6 სათზე.. #გახსენითფრენები #ნუჩაგვკეტავთ # გახსენითსახმელეთო საზღვრები (გაიზიარეთ რომ ყველამ ნახოს)” – წერენ ჯგუფში.